მშვილდოსნები საქართველოს თასს ათამაშებენ

მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშება 27 ოქტომბერს დაიწყო და 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირი გლდანის ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში მიმდინარეობს.

თასის გათამაშების ორგანიზატორი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციაა.

ნახეთ მეტი...