ემოციური საფეხბურთო ვარსკვლავების ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი

ცნობილმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-მა მასალა მიუძღვნა ემოციურ ფეხბურთელებს, რომლებმაც მოზღვავებული ემოცია განსაკუთრებულად გამოხატეს.

შვიდეულში საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც მოხვდა "ნიუკასლში" ასპარეზობის დროს ცნობილი ეპიზოდით, როცა ბოლო წუთებზე გატანილი გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა და ბრიტანულ ფეხბურთში საკუთარი კვალი მისთვის დამახასიათებელ ეფექტურ თამაშთან ერთად ამ ეპიზოდითაც დატოვა. 

"ქეცბაია "ბოლტონის" წინააღმდეგ შეცვლაზე გამოვიდა და ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რის შემდეგაც უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ იმ პერიოდში გუნდში უფრო ნაკლებ მატჩს ატარებდა ძირითად შემადგენლობაში

ქართველმა მაისური ემოციურად გაიხადა, შემდეგ კი სარეკლამო ბანერი ძლიერი დარტყმით დააჯილდოვა. თანაგუნდელებმა მისი მოედნიდან გაყვანა სცადეს, მაგრამ ქეცბაიამ "საკონტროლო დარტყმისთვის“ დაბრუნება მაინც მოახერხა.

მოგვიანებით ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში გოლის გატანის ყველაზე სასტიკი აღნიშვნით არ დაიმახსოვრებენ:

"ნორმალური აღნიშნვა არ იყო, მაგრამ მე ვნებით ვთამაშობ და ერთადერთი რაც მინდოდა თამაში იყო. ეს წინასწარ არ დამიგეგმავს", - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა. 





ქეცბაიას გოლის აშნიშვნის გარდა სტატიაში კიდევ 6 ემოციური ეპიზოდი მოხვდა. 

ერიკ პიტერსი (სტოკ სიტი)



სანტიაგო არიასი (პსვ)




ლი კლარკი (ბირმინგემი)



ლეონ კლარკი (შეფილდი)



გარეთ ბეილი (რეალი)

Gareth Bale at Real madrid


ალექსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი)


ნახეთ მეტი...