ფრე და ჩხუბი "მიხეილ მესხზე" (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტური პარასკვეს, „მიხეილ მესხზე“ გამართული გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. თბილისის „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩი „მერანის“ იერიშით დაიწყო. სტუმრებმა საჯარიმოს სიახლოვეს აუტის მოწოდების უფლება მოიპოვეს, რის შემდეგაც ბურთი საჯარიმოში მყოფ ჯღამიას მიუვიდა, რომელმაც ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მე-9 წუთზე „ლოკომოტივის“ მცველების შეცდომის შემდეგ ბურთი შოთა ჯიქიას მიუვიდა, რომლის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. 

სტუმართა შეტევებს „ლოკომოტივმა“ უბილავას ორი სახიფათო მომენტით უპასუხა. პირველ შემთხვევაში „ლოკოს“ კაპიტანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მამალაძეს ვერ დაასწრო. მე-11 წუთზე კი საჯარიოში დიასამიძის კარგი პასის შემდეგ შეჭრილმა მცველები ლამაზი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

„ლოკომოტივს“ მოპოვებული უპირატესობის გაზრდა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ დიასამიძის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. „მერანმა“ კი, ტაიმის ბოლოს შექმნა მომენტი, თუმცა მარჯვენა ფლანგიდან მელიავას ჩაწოდების შემდეგ ხაბელაშვილის თავური არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმიც „მერანის“ სრული უპირატესობით წარიმართა. 46-ე წუთზე, საბანაძის პასით მელაივა გავიდა მეკარესთან პირისპირ - „ლოკომოტივი“ თევდორაძემ გადაარჩინა. მალე, სტუმრებმა "სტანდარტი" ჩამოაწოდეს სახიფათოდ და თბილისური კლუბი ამჯერად უკვე ძელმა იხსნა გაშვებული გოლისგან.

მასპინძელთა დამრიგებელმა, ჟერარდ სარაგოსამ ცვლილებებით სცადა საკუთარი გუნდის გამოფხიზლება და მოედანზე ქანთარია შეიყვანა, რომელმაც 68-ე წუთზე მასპინძლების ერთ-ერთი იშვიათი შეტევა განახორციელა, რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და დაარტყა კიდეც, თუმცა მამალაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია.

70-ე წუთზე, „მერანმა“ მარჯვენა ფლანგიდან ხაბელაშვილის ძალისხმევით შეუტია, თუმცა საჯარიმოში შეჭრილი ნიკა ჭანტურიასთან ორთაბრძოლაში წაიქცა. მარტვილელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ, არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა კი სხვაგვარად ჩათვალა.

„მერანი“ შეტევებს აგრძელებდა და 84-ე წუთზე მიზანს მიაღწია. კიკნაველიძემ "სტანდარტიდან" ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, საბანაძემ კი, ნახტომში ეფექტური თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გოლის შემდეგ, შეხვედრა სამწვრთნელო შტაბების დაპირისპირების გამო 1 წუთით შეწყდა. ჩხუბი მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელებთან გაგრძელდა და მდგომარეობა მხოლოდ სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

შეხვედრას პირდაპირ ეთერში "სილქ უნივერსალი" გადასცემდა. 



ლოკომოტივი - მერანი 1:1 (1:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გეთიაშვილი (ჭანტურია 62), ჩიტეიშვილი, ქიქავა, სამურკასოვი, დიასამიძე (ქანთარია 52), უბილავა, მზევაშვილი (გავაშელიშვილი 67), ჩაგელიშვილი.

სათადარიგოები: კუპატაძე, გაბაძე, კიკაბიძე, არდაზიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.

მერანი: მამალაძე, ორბელაძე, მელიავა (უგულავა 80), გიორგაძე, ციმაკურიძე, ტეიდი, წყაროზია (ჩიმაკაძე 78), ჯიქია, ხაბელაშვილი, ჯღამია (კიკნაველიძე 46), საბანაძე,.

სათადარიგოები: სევასტიანენკო,გეგია, შენგელია, გოგუაძე.

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გოლები: 1:0 უბილავა (11), 1:1 საბანაძე (84)

გაფთხილება: ჯიქია (40), ქიქავა (56), ციმაკურიძე (64)

მთავარი მსაჯი: ა. ნონიკაშვილი, ასისტენტები:ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, სათადარიგომსაჯი: შ. ქუხილავა. 

გუნდი გგ გმ +/-
დინამო თბ 24 21 1 2 64 22 42 64
სამტრედია 24 16 2 6 55 27 28 50
დილა 24 15 5 4 39 19 20 50
სიონი 24 12 7 5 44 26 18 43
ჩიხურა 24 13 4 7 42 21 21 43
ცხინვალი 24 10 8 6 40 30 10 38
დინამო ბთ 24 10 6 8 35 26 9 36
ტორპედო 24 9 6 9 33 35 -2 33
შუქურა 24 8 7 9 23 26 -3 31
საბურთალო 24 8 6 10 34 50 -16 30
კოლხეთი ფ 24 7 5 12 18 26 -8 26
ლოკომოტივი 25 5 8 12 23 30 -7 23
გურია 24 4 8 12 21 39 -18 20
მერანი 25 4 6 15 22 51 -29 18
ზუგდიდი 24 3 6 15 22 52 -30 15
საპოვნელა 24 3 5 16 14 49 -35 14

 

ნახეთ მეტი...