ცხადაძემ „ქაირათის“ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

„ქაირათის“ თავკაცმა კახა ცხადაძემ ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად „ორდაბასისთან“ მარცხის (0:1) შემდეგ, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

კახა ცხადაძე: „პირველ ყოვლისა, „ორდაბასის“ გამარჯვებას ვულოცავ. მეტოქემ ბევრი იბრძოლა და თავდადებით ითამაშა. ერთი შეცდომა დავუშვით, რომელიც ჩვენს კარში გატანილი გოლით დასრულდა. სამწუხაროდ, რაც მომენტები შევქმენით ვერ გამოვიყენეთ. როგორც მთავარი მწვრთნელი, პირველ ყოვლისა ბოდიშს „ქაირათის“ გულშემატკივრებს ვუხდი, რომ გუნდი ასეთ მდგომარეობაშია და წააგო. პასუხს ყოველთვის მთავარი მწვრთნელი აგებს და მე დასკვნებს ვაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - „ქაირათის“ გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“.

- გოუმ რატო არ ითამაშა?

- გოუ ტრავმირებული იყო, ხოლო ისლამხანი დისკვალიფიცირებული. ასევე, ჩვენი ცენტრალური მცველი ბრუნოც ტრავმირებულია.

- ტიმოშჩუკი დაცვაში ათამაშეთ. მცველების პრობლემა გაქვთ?

-არა, რატომ? ბრუნო სოარესი არ გვყავდა, რაც პრობლემაა, მაგრამ უბრალოდ ტაქტიკა გადავაწყვეთ, რაც კარგად გავაკეთეთ და ბევრი მომენტები შევქმენით. ჩვენ „ორდაბასის“ თამაში გავაანალიზეთ. ამ გუნდს სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს, რომლებიც თავისუფალ სივრცეს კარგად იყენებენ. ჩვენ მათ სივრცე გადავუკეტეთ. „ორდაბასი“ ჩვენს კარს მხოლოდ ერთხელ მიახლოვდა და გაიტანა, რადგან შეცდომა დავუშვით. ამის შესახებ აღარ ვისაუბროთ და დავივიწყოთ.

 

ნახეთ მეტი...