საბერძნეთში გულშემატკივრებმა სამსაჯო სემინარი დაარბიეს

ათენში გამართული სამსაჯო სემინარი გულშემატკივრებმა დაარბიეს.

თავდასხმა, 40-მა ადამიანმა განახოციელა, რომლებმაც მსაჯებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს. Goal.com-ის ცნობით, სემინარის ერთი-ერთი მონაწილე დაჭრილია. 

საბერძნეთის ხელისუფლებამ ფაქტი დაგმო. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ტრიბუნებზე რეგულარული არეულობების გამო თასის გათამაშება შეაჩერეს. 

ნახეთ მეტი...