თურქი გულშემატკივარი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

თურქი ქომაგის ზღვარსგადასული გულშემატკივრობის ამბავი მოგეხსენებათ - თურქეთის ჩემპიონატში და განსაკუთრებით საერთაშორისო მატჩებისას სტადიონებზე საოცარი ამბები ხდება; ჩხუბი, გაწევ-გამოწევა და საქმის გარჩევა ლამის ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ რაც თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოხდა ყველანაირ ჩარჩოებს სცდება - “ტრაბზონსფორი“ - “ფენერბახჩეს“ მატჩისას, რომელიც სტუმრებმა 4:0 მოიგეს ქომაგი გააღიზიანა - მატჩის მიწურულს გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და კარის გვერდით მდგომ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს და დამნაშავე დააკავეს. არელობა და აურზაური იყო  ტრიბუნებზეც.

Unbelievable, referee assaulted by a fan! pic.twitter.com/azMm86NDlZ

ნახეთ მეტი...