ლევან მჭედლიძე:''დღეს ბევრად უარესი რამ მოხდა''

''ემპოლის'' ქართველი ფეხბურთელისთვის, ლევან მჭედლიძესთვის სეზონი დასრულდა.

24 აპრილს ''კარპისთან'' გაძევების შემდეგ დღეს იტალიის სერია ა-ს მართველმა ორგანომ იმსჯელა მჭედლიძის საკითხთან დაკავშირებით და ქართველ მოთამაშეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სწორედ სამი ტურია დარჩენილი. ასე რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სამმატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ლევანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ლევან მჭედლიძე: ''დაუჯერებელია, ჯერ კიდევ ვფიქრობ რისთვის მივიღე სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, თუმცა ვერ ვპოულობ მიზეზს.

გუშინ ვიყავი გულნატკენი, რადგან ჩემს გამო გუნდმა 10 ფეხბურთელით თითქმის მთელი მატჩი ჩაატარა, ჩემთვის გაუგებარია გაძევების მიზეზი, მაგრამ დღეს ბევრად უარესი რამ მოხდა.''

მჭედლიძემ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 13 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

ნახეთ მეტი...