ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მარკო კასტროჯოვანიმ ლას ვეგასში მოილხინეს

საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ “პსჟ“-ს ფეხბურთელებმა  - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მარკო ვერატიმ, სალვატორე სირიგუმ და ხავიერ პასტორემ თავი ლას ვეგასში ამოყვეს და იქ დიდი ამბები მოაწყვეს. პარიზული გუნდის ფეხბურთელებს “მეტრო რასინგის“ იტალიელი მორაგბე მარკო კასტროჯოვანიც შეუერთდა, რომელიც ტრავმის საბაბით გუნდმა გაათავისუფლა, 34 წლის მორაგბემ კი “პსჟ“-ს ფეხბურთელებთან ერთად მოილხინა. პარიზელ ფეხბურთელებს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დასვენების უფლება მისცა, რადგან გუნდს ჩემპიონატი მოგებული აქვს და ფეხბურთელებმა, აი “მეტრო რასინგს“ კი წინ პრინციპული მატჩი ელის - 14 მაისს ჩემპიონთა თასის ფინალში “სარასენსს“ უნდა დაუპირისპირდეს.


ნახეთ მეტი...