სანდრო ბაზაძე U-23 ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს! ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე შეჯიბრების ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი 15:13 დაამარცხა და ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, ბაზაძემ ახლახანს რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც დაისაკუთრა და აგვისტოში ოლიმპიადაზე გამოვა.

ნახეთ მეტი...