კარატეს მსოფლიო ლეგენდა საქართველოში

27 აპრილიდან, ხუთი დღე, თბილისში კარატეს ლეგენდარული იტალიელი დიდოსტატი _ ანტოპნიო ოლივა სება იმყოფებოდა, რომელიც თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა. კარატეს ცოცხალი ენციკლოპედია მეცხრე დანის მფლობელია და იგი სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ოლივა სება მოიწვია საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

კახა ბასილია:“ გასათვალისწინებელია, რომ ანტონიო ოლივა მხოლოდ უმაღლესი რანგის მიწვევებს იღებს, რადგან უმაღლესი დონის დიდოსტატია. სენსეი ანტონიო ესპანელი წარმოშობის ოსტატია და ამავე დროს, კარატეს და სხვა საბრძოლო ხელოვნებათა პროფესორი. დიდოსტატი თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნებაში: ძიუდო, ფარიკაობა, კიკბოქსინგი, ტაეკვონდო და, რა თქმა უნდა კარატე. მისი სასემინარო ძირითადი მიმართულებაა ტაქტიკა-სტრატეგია, ბრძოლის ანალიზი და ფსიქოლოგია, ასევე სრული ფიზიკური მომზადება. ჩვენი ფედერაცია სრულად გამოეხმაურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპეციალური ლიცენზირების პროგრამები დაიწყო. მომდევნო გაზაფხულზე კვლავ იგეგმება მაესტროს თბილისში ჩამოყვანა, რაც ჩვენი სპორტსმენების და მწვრთნელების მომზადებაზე კარგად აისახება. მაესტრო წლევანდელ მიცემულ პროგრამას ჩაიბარებს გაისად, გამოცდების სახით, რომელიც მან ყველა კატეგორიის მწვრთნელებს და ინსტრუქტორებს დაუტოვა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტის სამინისტროს კარატეს მსოფლიოს უმაღლესი რანგის ოსტატის ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის“.

ნახეთ მეტი...